თეატრის შესახებ
მესხეთის თეატრის ისტორია 1874 წლიდან იწყება. წლების განმავლობაში იგი მრავალჯერ იცვლიდა სტატუსს, ხოლო 1967 წლიდან მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა
თეატრი ყველა სეზონზე მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის მქონე რეჟისორების მიერ 6-7 საპრემიერო სპექტაკლს ამზადებს.
მესხეთის თეატრს მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული. იგი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხშირად მართავდა გასტროლებსროგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რასაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოსდევდა.
მესხეთის სახელმწიფო თეატრის უმთავრესი განმასხვავებელი ღირსება მთელი თავისი არსებობის მანძილზე იყო და არის ახალგაზრდული შემართება და ენთუზიაზმი. დაარსების დღიდან დღემდე თეატრში არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი. თეატრის რეპერტუარშია როგორც მსოფლიო და ქართული კლასიკური, ისე თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებები.
თეატრი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს ეროვნული დრამატურგიის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობს 20-25 წამყვანი თეატრალური კოლექტივები.

ლია სულუაშვილი
ლია სულუაშვილი
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ლია სულუაშვილი
2004 წელს დაამთავრა თბილისის შ.რუსთაველის სახელობის დრამისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დრამის სარეჟისორო ფაკულტეტის ასპირანტურის 2 წლიანი კურსი გიგა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით
1977 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი
2003-2004 წლებში საერთაშორისო ხელოვნებისა და განათლების ფონდის პროექტ “ჰარმონიის” პროგრამაში “საზოგადოებრივი კავშირები”. ხელოვნების მენეჯმენტის სტაჟირება და სემინარები აშშ-ში. ქალაქი ვაშინგტონი.
ოჯახური მდგომარეობა – მეუღლე, 2 შვილი, 5 შვილიშვილი, 1 შვილთაშვილი
ირაკლი აფუნაშვილი
ირაკლი აფუნაშვილი
თეატრის დირექტროი ირაკლი ათუნაშვილი
დაიბადა 1977 წლის 18 მარტს, ქ. ახალციხეში.
პროფესია – სამართალმცოდნეობა
დაოჯახებული. ყავს მეუღლე და ორი ვაჟი.