Journal

მოპარული ბედნიერება

პიესის ავტორი: ივან ფრანკო
ადაპტაცია, დადგმა და მუსიკალური გაფორმება: ლინას მარიუს ზაიკაუსკასი
დამდგმელი მხატვარი: მარგარიტა მისიუკოვა
ქორეოგრაფი: ლევან ქიმერიძე

მონაწილეობენ: 

ლია  გოგიძე,  მანუჩარ გოგოლაური, ლექსო ჩემია, მანანა ბერიძე,  ლია სულუაშვილი  /საქ. დამს. არტისტი/, ნიკოლოზ გოგიძე,  კონსტანტინე კახიშვილი.

 

ანოტაცია

ცნობილი პიესა ,,მოპარული ბედნიერება“ ითვლება უკრაინული დრამატურგიის საუკეთესო ნაწარმოებად.  იგი ეკუთვნის ლეგენდარულ ივან ფრანკოს, რომლის სახელსაც ატარებს ქ. კიევის წამყვანი ეროვნული აკადემიური თეატრი.

1915 წელს ივან ფრანკო ამ პიესის გამო წარდგენილი იყო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, მაგრამ პრემიის გადაცემამდე დრამატურგი უეცრად გარდაიცვალა.

პიესა და სპექტაკლი შექმნა რეჟისორმა ლინას ზაიკაუსკასმა შემდეგი მოტივით – მოზღვავებულ ადამიანურ ვნებებზე, გარემოებათა ერთგულებასა და დაუჯერებლობაზე.

პიესის გმირებს უყვართ ერთმანეთი და  დიდი ხნით შორდებიან, ემორჩილებიან იღბალს და წინ აღუდგებიან უსამართლობას. სიყვარული, ვნება და ტკივილი – ყველაფერი გადაიხლართება მაშინ, როცა თითოეული გმირი ბრძოლას იწყებს თავისი ბედნიერებისთვის.

ყველას თავისი სიმართლე და ისტორია აქვს.

Did you like this? Share it!

0 comments on “მოპარული ბედნიერება

Leave Comment